Pages

მე და ჩემი კლასი









ხორნაბუჯი
"ხორნაბუჯის" იგივე "თამარის ციხის" ნაშთები გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე მდებარეობს. ციხესიმაგრე ერთდროულად აკონტროლებდა ივრისა და ალაზნის ველებს. ქალაქური ტიპის დასახლება აქ ძვ. წ. - ის პირველ ათასწლეულშივე არსებობდა. ამას ამტკიცებს, როგორც წერილობითი (სტრაბონი) , ასევე, მდიდარი არქეოლოგიური მასალაც. ჩვ. წ. - ის მესამე საუკუნის მეორე ნახევარში იგი უკვე განვითარებული ქალაქია.
მე -5 საუკუნის მეორე ნახევრისთვის საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ დაარსა  ხორნაბუჯის საეპისკოპოსო კათედრა. 
ციხე - ქალაქი განსაკუთრებულად მე - 12 საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა.
სამოქალაქო ცხოვრება აქ მონღოლი ყაენების დაპირისპირების შედეგად მე - 13 საუკუნეში განადგურდა. ციხე ბოლოს მე - 18 საუკუნეში განუახლებია ერეკლე მეორეს ლეკიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მე - 19 საუკუნის ბოლომდე იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად გამოიყენებოდა.








სწავლა ეზარებათ,სამაგიეროდ, მწვადის შეწვა ეხალისებათ და იციან საუკეთესოდ
მე და ჩემი კლასი უკვე მეხუთე წელია ერთად ვართ. კარგად შევეწყეთ და გავიცანით ერთმანეთი. კლასში 23 მოსწავლეა .ისინი ახლა იმ ასაკში არიან , როცა ადამიანები თვითდამკვიდრებასა და საკუთარი პიროვნული თვისებების გამოვლენას ცდილობენ. მწვავედ განიცდიან შენიშვნას და უხარიათ შექება - წახალისება. ვცდილობ, მაქსიმალურად ლოიალური ვიყო მათ მიმარ და პრობლემურ სიტუაციებში მათთან ერთად მოვნახო გამოსავალი, ან დავეხმარო, თავად მიაგნონ მას. ძალიან უყვართ ექსკურსიები, ლაშქრობები , ერთად შეკრება და გართობა.ვცდილობ, ყველანაირ სიტუაციაში მათთან ერთად ვიყო, დავეხმარო, რჩევა მივცე და მხარში ამოვუდგე. 




                             

0 коммент.:

Отправить комментарий

 
Copyright (c) 2010. Blogger templates by Bloggermint