Pages


ჩემი სკოლა

სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის. პირველად რუსული სკოლა სოფელში 1903 წელს გაიხსნა. 1935 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1990 წელს დაემატა მას ქართული სექტორიც და გადაკეთდა რუსულ-ქართულ საშუალო სკოლად. დღეს იგი ერთ-ერთი დიდი სკოლაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
სოფელი წითელწყარო (ხორნაბუჯი) ადრე ძირითადად რუსების დასახლება იყო.სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები: ქართველები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ალბანელები, ბერძნები, ციგნები, იეზიტები, უკრაინელები,ბელორუსები. სკოლა უდიდესი ტრადიციების მქონეა.
მრავალენოვანი სკოლა წარმატებით შეხვდა განათლების რეფორმის განხორციელებას.გვყავს სერთიფიცირებული მასწავლებლები.სკოლა გამოირჩევა მუშაობის დემოკრატიული პრინციპებით. სკოლაში აქტიურად მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების "დანერგვის ჯგუფი", რომლის ძირითადი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გამომუშავება და სასწავლო ხარისხის ამაღლება.







 
Copyright (c) 2010. Blogger templates by Bloggermint