ჩემი სკოლა
სოფელი წითელწყარო (ხორნაბუჯი) ადრე ძირითადად რუსების დასახლება იყო.სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები: ქართველები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ალბანელები, ბერძნები, ციგნები, იეზიტები, უკრაინელები,ბელორუსები. სკოლა უდიდესი ტრადიციების მქონეა.
მრავალენოვანი სკოლა წარმატებით შეხვდა განათლების რეფორმის განხორციელებას.გვყავს სერთიფიცირებული მასწავლებლები.სკოლა გამოირჩევა მუშაობის დემოკრატიული პრინციპებით. სკოლაში აქტიურად მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების "დანერგვის ჯგუფი", რომლის ძირითადი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გამომუშავება და სასწავლო ხარისხის ამაღლება.